მთავარიაზიასირიაქორწინება ლტოლვილთა ბანაკში

ქორწინება ლტოლვილთა ბანაკში

ლტოლვილთა ბანაკში ქორწინება ოცნების კაბაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ნური სირიელი ლტოლვილია, რომელსაც ზაატარის ბანაკში უკვე სამი წელია საქორწინო კაბების მაღაზია აქვს.
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით იგი პატარძლებს ქორწილისთვის ამზადებს.

ნური ამბობს, რომ ის ბედნიერია, როდესაც სიძესა და პატარძალს მისი ნამუშევარი მოსწონთ.

 
ბანაკში ხუთასზე მეტი მაღაზიაა. მათი უმრავლესობა, მათ შორის ნურის მაღაზია-სალონიც, ცნობილ „შანზ-ელიზეზე“ მდებარეობს.
გარდა საქორწინო კაბებისა ნური პატარძლების თმასა და მაკიაჟზეც ზრუნავს.
„ჩემთვის ეს ხელოვნებაა. თუ ხვდები, რომ ეს სამუშაო გულთან ახლოსაა, აუცილებლად უნდა გააკეთო.“ ამბობს ნური.
საპატარძლო, სახელად მონა, ასევე სირიელი ლტოლვილია, ის კაბის შესაძენად ნურთან მოვიდა.
„ნურის სალონის შესახებ რომ გავიგე, აქ მოვედი კაბის შესარჩევად. ძალიან ლამაზი კაბებია, ძალიან კარგი ნამუშევარია. ალბათ წითელ კაბას ავარჩევ, ვალენტინობის გამო. თანაც ჩემს საქმროს წითელი ფერი ძალიან უყვარს!“ – ჰყვება მონა.

კოვიდპანდემიამ ქორწილების რაოდენობა შეამცირა. იორდანიაში ლტოლვილების მესამედი უსამსახუროდ დარჩა, თუმცა ეს პრობლემა ნურს ნაკლებად შეეხო.
ამბობს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს, ამიტომ თმის და მაკიაჟის გასაკეთებლად თავად მიდის პატარძლის სახლში და კაბაც თავად მიაქვს.

ნური ამბობს, რომ ვალენტინობის დღე მხოლოდ წყვილებისთვის არ არის, ეს დღე შეიძლება ძმებს, დებსა და ნათესავებსაც მიულოცო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend