მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავრცელების მაჩვენებელი

ევროპის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავრცელების მაჩვენებელი

საფრანგეთი

უახლესი ცნობები საფრანგეთიდან არც ისე დამაიმედებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის ემზადება.  შესაძლოა, იგივე სიტუაცია შეიქმნას, როგორიც 2020 წლის მარტსა და ნოემბერში იყო, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი დაწესდა. ისინი საწოლების გაზრდას, სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და  გეგმიური ქირურგიული ოპერაციების გადადებას ვარაუდობენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის ემზადება.

დიდ ბრიტანეთი

გაერთიანებულ სამეფოში უკვე 15 მილიონ ადამიანზე მეტმა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ეს მიღწევა დადებითად შეაფასა.  დიდ ბრიტანეთში  ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო. ახლა ვაქცინის მიმღებ პირთა სია გაფართოვდა და  ვაქცინას 65 წელს გადაცილებულები და რისკჯგუფში შემავალი პირებიც გაიკეთებენ. ბორის ჯონსონის ინფორმაციით, პირველი 4 პრიორიტეტული  ჯგუფიდან ვაქცინის მეორე დოზა ყველამ გაიკეთა.

 

ჩეხეთი

ჩეხეთში მთავრობა მორიგი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე შეთანხმდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ტვიტერზე დაწერეს, რომ  ხუთშაბათს პარლამენტმა კენჭისყრაზე ჩააგდო შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი, ამიტომ მთავრობამ სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მორიგი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბისი კმაყოფილია მიღებული გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა. მისი თქმით, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი  სწრაფად ვრცელდება.

გერმანია

ქვეყნის საზღვარზე გერმანელი პოლიციელები ამოწმებენ  ყველა ავტომანქანას, რომლებიც ჩეხეთიდან გერმანიის მიმართულებით მიემართებიან. ეს ნაბიჯი ბერლინის მხრიდან კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შესაჩერებლად გადაიდგა. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ გერმანელებსა და გერმანიაში მცხოვრებ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც ბოლო დღეებში ჩატარებული კორონავირუსის უარყოფით ტესტს წარადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend