მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთში ფუტკრების იმპორტი აიკრძალა

ბრიტანეთში ფუტკრების იმპორტი აიკრძალა

ბრექსიტის გამო დიდი ბრიტანეთის მეფუტკრეობის ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამჟამად ქვეყანაში ფუტკრების იმპორტი აკრძალულია. ზარალდებიან ხილის მწარმოებლებიც, რომლებიც ფუტკრებს ხეხილის დამტვერვისთვის იყენებენ. მეფუტკრეების ნაწილი ფუტკრების ქვეყანაში შემოყვანას ირლანდიის გავლით ცდილობს.

ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ფუტკრები თბილი ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ. ფერმერები მათ ხეხილის დამტვერვისთვის იყენებენ. ბრექსიტის გამო ფუტკრების ქვეყანაში შემოყვანა აიკრძალა. მეფუტკრე პატრიკ მურფეტმა რეფერენდუმზე მხარი ბრექსიტს დაუჭირა. თუმცა ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობს.

„40 წელია, რაც ამ ბიზნესში ვარ. არ მეგონა, რომ ასე მარტივად მოვტყუვდებოდი. ამ პროცესებმა მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა დააზარალა. სკების საყიდლად თანხა შარშან, მარტში გადავიხადე. ისინი იმასაც კი ვერ მეუბნებიან, რომ ჩემი შენაძენი გაუქმდა. მე პასუხისმგებელი ვარ 15 მილიონ ფუტკარზე, რომლებიც სამხრეთ იტალიაში შევუკვეთე. მათ მითხრეს, რომ ჩემს საქონელს უკან მიაბრუნებდნენ, ან გაანადგურებდნენ, ან ჩემ წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ. ვკითხე, თუ რა კანონმდებლობით იხელმძღვანელებდნენ ისინი, თუმცა პასუხი არ მიმიღია, იმიტომ, რომ ასეთი კანონმდებლობა არ არსებობს.“ – ამბობს მეფუტკრე პატრიკ მურფეტი.

 

პატრიკს აქვს გეგმა, რომლის მიხედვით, ფუტკრებს დიდ ბრიტანეთში ირლანდიის საზღვრის გავლით შემოიყვანს.

პრობლემების წინაშე მარტო მეფუტკრეები არ არიან. რამდენიმე თვეში ხეხილი აყვავდება. ნაყოფის დამტვერიანებისთვის ფერმერებს ფუტკრები სჭირდებათ. მათ გარეშე მოსავალი ოცი პროცენტით შემცირდება.

“შემოსავლების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ევროპულ მარცვალზე გადასვლა მოგვიწევს. ათ წელიწადში ალბათ ვიტყვით: „ასეთ მდგომარეობაში როგორ ჩავაგდეთ ინდუსტრია“. მეფუტკრეობა დიდ ბრიტანეთში განადგურების პირასაა. დანაკარგების ანაზღაურება შეუძლებელი იქნება.“ – ამბობს პატრიკი.

მთავრობის განცხადებით, მათ იციან პრობლემის შესახებ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ. პატრიკის გეგმა, რომ ფუტკრები ირლანდიიდან შემოიყვანოს, ჯერ კიდევ ძალაშია.

უახლესი

სხვა ამბები