მთავარი ევროპა რუსეთი რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება

რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად რუსი მოქალაქეები საკუთარი საცხოვრებელი სახლების ეზოებში გამოვიდნენ და მობილური ტელეფონების მეშვეობით სიმბოლურად სანათები აანთეს. სოციალურ მედიაში, აქციასთან დაკავშირებით ფლატფორმა ინსტაგრამზე 8000 პოსტი დაიდო ტვიტერზე კი 21 000 კომენტარი. უცნობია რამდენმა ადამიანმა მიიღო საპროტესტო აქციაში მონაწილეობა.

“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს შენობა რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ყველაზე დაცული და საიდუმლოა. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი უძრავი ქონება, ეს მთელი სამეფოა სახელმწიფოში. ამ სასახლეს საკუთარი პორტი, ეკლესია, არმია და სასაზღვრო პუნქტიც კი აქვს. ეს რუსეთის ფედერაციაში მდებარე ცალკე სახელმწიფოა”, – ამბობს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.

ოფიციალური კრემლის მიერ მართული მასობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები ნატოს მითითებებს ასრულებენ. გავრცელდა ინფორმაცია პროპუტინისტური მედიის მიერ ტერორისტული შეტევების საშიშროების შესახებაც.

პოლიტოლოგ მარია ლიპმანის მოსაზრებით ალექსეი ნავალნიმ მისი დაპატიმრების მიუხედავად რუსული საზოგადოების ცნობიერებაში ცვლილების მოხდენა მაინც შეძლო და შესაბამისად პუტინის ხელისუფლების მიერ მისი პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშვა შეუძლებელია.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში კრემლის ახალი მიდგომა რუსი ოპოზიციონერის ავტორიტეტის შელახვას გულისხმობს, აქამდე ოფიციალური კრემლი და მის მიერ კონტროლირებადი მედია ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს დიდ ყურადღებას არ უთმობდა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სახელი და გვარი საჯაროდ არცერთხელ არ უთქვამს.

მას შემდეგ რაც ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა საპროტესტო აქციების გაზაფხულამდე შეჩერების შესახებ გამოაცხადა, პრო-პუტინისტური ორგანიზაციები გააქტიურდნენ და სლოგანით პუტინი ჩვენი პრეზიდენტია შეკრებების ორგანიზება დაიწყეს.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად ცენტრალურ მოსკოვში რამდენიმე ასეულმა ქალმა ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა გამართა და ალექსეი ნავალნის განთავისუფლება მოითხოვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში