მთავარი ამერიკა აშშ დონალდ ტრამპის ადვოკატები ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად ემზადებიან

დონალდ ტრამპის ადვოკატები ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად ემზადებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გრძელდება. წარმომადგენელთა პალატის წევრებმა განიხილეს ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმასა და მხარდამჭერების მიმართ დონალდ ტრამპის მოწოდებებს ასახავს.

ისტორიული სასამართლო პროცესის ორდღიანი განხილვის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის წევრები აცხადებენ, რომ თუკი სენატი არ მიიღებს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ და არ აუკრძალავს მას სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას მაშინ მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები მომავალში კიდევ უფრო დააზიანებს ამერიკის დემოკრატიას.

 

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად ემზადებიან, რომელთა გამოსვლის შემდეგ ამერიკის უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

უახლესი

სხვა ამბები