დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს როგორც ტერმინალში, ასევე საჰაერო ხომალდზე პირბადის ტარება მოეთხოვებათ. ძალაში რჩება ბილეთის ფასი, გაყიდვის წესი და საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე ვრცელდებოდა.