მთავარი გადაცემები კუბი Clubhouse - ახალი სოციალური ქსელი, რომლის საშუალებითაც ილონ მასკთან გასაუბრება შეიძლება

Clubhouse – ახალი სოციალური ქსელი, რომლის საშუალებითაც ილონ მასკთან გასაუბრება შეიძლება

2021 წელს სოციალური ქსელი „ქლაბჰაუსი“ (Clubhouse) საკმაოდ პოპულარული გახდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, ამ ქსელის მეშვეობით დაუკავშირდეს ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და ბიზნესმენ ილონ მასკს, ან უბრალოდ მოუსმინოს მათ საუბარს.

2021 წელს სოციალური ქსელი „ქლაბჰაუსი“ საკმაოდ პოპულარული გახდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, ამ ქსელის მეშვეობით დაუკავშირდეს ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და ბიზნესმენ ილონ მასკს, ან უბრალოდ მოუსმინოს მათ საუბარს.

ქლაბჰაუსი“ ჯერ ერთი წლისაც არ არის. ის 2020 წელს კორპორაცია „გუგლის“ ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს. მათი მთავარი მიზანი ადამიანებს შორის ცოცხალი ურთიერთობაა. ამ სოციალური ქსელში ცალკეა გამოყოფილი ე.წ. „ოთახები“ და „ინტერესთა კლუბები“. მომხმარებელს აქ მხოლოდ საუბრის უფლება აქვს, მისი ჩაწერა კი, სერვისის წესების მიხედვით, აკრძალულია.

 

ქლაბბჰაუსში“ დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შექმნას „სასაუბრო ოთახი“ შესაბამისი თემით. ამ ინფორმაციას შეტყობინების სახით მიიღებენ მისი გამომწერები. ინფორმაცია მიუვათ მათაც, ვინც პირველად დაესწრო საუბარს. სწორედ ასე იქმნება ერთგვარი ჯაჭვი. „სასაუბრო ოთახში“ ყველაფერი განსაზღვრულია, ჰყავთ  სპიკერები და მსმენელები, თითოეულ მათგან, „ხელის აწევის“ უფლება აქვს.

ერთ ვირტუალურ ოთახში შესვლა 5000 ადამიანს შეუძლია.

თუ მომხმარებელი სამჯერ ჩაატარებს დისკუსიას „ოთახებში“, მას შეეძლება, შექმნას კლუბი.  სოციალურ ქსელში ეს „ოთახები“ შესაძლოა, საჯაროც იყოს ან მხოლოდ კონკრეტული კლუბის წევრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

აპლიკაცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ის მოწყობილობებისთვის და მასში გაწევრიანება მხოლოდ მოწვევითაა შესაძლებელი.

საინფორმაციო ბლოგში „ქლაბჰაუსის“ შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ მათი მიზანია, 2021 წელს აპლიკაციის ბეტატესტირება დაასრულონ, რათა საბოლოოდ კლუბი მსოფლიოს მასშტაბით იყოს ხელმისაწვდომი.

ქლაბჰაუსის“ პოპულარობა ილონ მასკისა და მარკ ცუკერბეგის დამსახურებაცაა. ისინი შეუერთდნენ ამ სოცქსელს და ამით უფრო სწრაფად გაზარდეს აუდიტორია.

ქლაბჰაუსი“ პოპულარული გახდა ჩინეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ონლაინმაღაზიაში აპლიკაცია ხელმისაწვდომი არ არის, მომხმარებლები სხვა ადგილმდებარეობას უთითებდნენ და  მაინც ახერხებდნენ რეგისტრაციას ან ყიდულობდნენ „მოწვევას“ ონლაინმაღაზია „იბეიზე“. საბოლოოდ „ქლაბჰაუსი“  ჩინეთში უცენზურო საუბრის მოედნად იქცა – აქ მომხმარებლები საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ჰონგ-კონგზე და ადამიანთა უფლებებზე. ამის გამო 8 თებერვალს სოციალური ქსელი დაბლოკეს.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ტექნოლოგიური მიმომხილველი მაიკ აიზეკი აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან „ქლაბჰაუსს“ მიბაძავენ ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც, როგორებიცაა ტვიტერი და ფეისბუკი. „ნიუიორკ თაიმსის“ ცნობით, ფეისბუკმა უკვე დაიწყო ანალოგიურ სერვისზე მუშაობა, კომპანიაში ამ სერვისს Fireside-ს უწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები