მთავარიკუბიTwitter-მა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშის ავთენტურობა დაადასტურა

Twitter-მა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშის ავთენტურობა დაადასტურა

ტვიტერმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ საელჩოს ანგარიშის ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლო მიანიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ავთენტურია. ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ტვიტერის კრიტიკა მოჰყვა.

ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ტვიტერმა ვერიფიკაციის ნიშანი ანექსირებულ ყირიმში არსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ოფისის ანგარიშსაც მიანიჭა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა ტვიტერის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა და კომპანიას რუსული ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა.

„ყირიმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უწყებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ოფიციალურად ან ლეგიტიმურად“, — ვკითხულობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კი ტვიტერი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend