მთავარი საქართველო თავდაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომები პარლამენტში

თავდაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომები პარლამენტში

დასავლური პარტნიორობა და საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ, რომელიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრა ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საიდუმლო სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად, პარტნიორმა მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრეს. ამერიკელმა სამხედროებმა, ქართველი კოლეგების ნატოს სტანდარტების მიხედვით მომზადებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას თქმით – „ჩვენი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი გამოხატულია სამხედრო მიმართულებითაც. აშშ გვეხმარება პრაქტიკულად. გაზრდილია საგარეო სამხედრო დაფინანსება, მოქმედებს საქართველოს თავდაცვის პროგრამა, რომელიც ჩვენს ბატალიონებს თავდაცვის ამოცანების გაზრდისთვის ამზადებს. გვეხმარებიან თავდაცვითი აღჭურვილობის მომარაგებასა და მისი მოდერნიზაციის მიმართულებით. ტარდება ერთობლივი სამხედრო წრთვნებიც“.

 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის გარდა, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. კომიტეტზე, იმ რვა ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რაც პროექტის ავტორი დეპუტატების თქმით, ყველაზე მეტად მოხმარებადია.

„ნარკოტიკული ნივთიერებების მრავალფეროვან ჩამონათვალში, მხოლოდ ყველაზე მოხმარებადი და გაყიდვადი რვა ნივთიერება შევარჩიეთ. განვსაზღვრავთ მცირე, საშუალო, დიდ და განსაკუთრებით დიდ დოზებს. შემდეგ კი ვიმსჯელებთ სასჯელის ზომებზე. ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რადგან დაზუსტდება, რა დოზაა მოხმარებისთვის განკუთვნილი და რა ითვლება სარეალიზაციოდ,“ – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი