მთავარიამერიკააშშსენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გრძელდება

სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გრძელდება. სენატორებმა განიხილეს ვიდეო მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დონალდ ტრამპს ბრალად ედება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკუთარი მხარდამჭერების წაქეზება, რაც მოგვიანებით კაპიტოლიომზე თავდასხმით დასრულდა.


„სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თქვენ დარწმუნდებით, რომ ამ აგრესიულ ბრბოს ძალადობისკენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებდა და აქეზებდა,“ – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო ნეგუსიმ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის იურისტების აზრით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყოფილ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა აზრი გამოეხტა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ძნელად სავარაუდოა, რომ სენატმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნოს, რადგან ამისათვის მათ დასჭირდებათ 17 რესპუბლიკელის მხარდაჭერა. თუმცა სავარაუდოდ, ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ , რადგან იგი ჯორჯიის შტატში საარჩევნო შედეგების შეცვლას ცდილობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend