მთავარიდღის ამბებიპოლონეთში მედიამ ტელეეკრანები პროტესტის ნიშნად ჩააბნელა

პოლონეთში მედიამ ტელეეკრანები პროტესტის ნიშნად ჩააბნელა

პოლონეთში დამოუკიდებელი მედიის წარმომდგენლებმა გუშინ ეთერში ჩაბნელებული ეკრანის ჩვენებით მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც რეკლამებზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გულისხობს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კანონოპროექტის გამართლებას ცდილობს, ხოლო ოპოზიაცია და მედია ამ ინიციატივას დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევენ.

პოლონეთში დამოუკიდებელმა მედიამ და გაზეთების რედაქციებმა ოთხშაბათს დილიდან მუშაობა შეაჩერეს. ისინი ამ ფორმით აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც მედიარეკლამებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებას გულისხმობს.  მემარჯვენე მთავრობის მეთაური მატეუშ მორავეცკი ახალი გადასახადის დაწესებას ეთანხმება.

 

მორავეცკი აცხადებს, რომ აღარ უნდათ მოცდა და სურს ახალი მიდგომების დანერგვით  თანამედროვე ციფრული ეპოქის გამოწვევებს უპასუხოს.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ის არ დაუშვებს, რომ  ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ იმის ხარჯზე, რომ შეძლებული ადამიანები მეტად ცდილობენ გამდიდრებას.  ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

დამოუკიდებელმა მედიამ ეს ნაბიჯი მედიაზე თავდასხმად აღიქვა. ამ შეფასებას პოლონეთის ოპოზიციაც ეთანხმება.

ორის ბუდკა „მოქალაქეების პლატფორმის“ ლიდერია, ის ამ ნაბიჯს მედიაზე თავდასხმად აღიქვამს და ამბობს, რომ  მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს  თითქოს მედიას არ აკონტროლებს.

ამბები პროტესტისა და ახალი გადასახადის  შესახებ ევროკომისიამდეც მივიდა. მათ განაცხადეს, რომ სიტუაციას აკვირდებიან.

ევროკომისიის სპიკერი კრისტიან ვიგანდი აცხადებს,რომ ევროკომისია აკვირდება პოლონეთში მიმდინარე პროცესებს, და ევროკომისიის შეფასება კანონის უზენაესობის ანგარიშშიცაა ასახული.

რეკლამაზე დამატებითი გადასახადები დაწესდა უნგრეთში 2014 წელს, როდესაც ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. პოლონური მედიის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობას უნგრეთის მოდელის გადმოღება სურს, რაც დამოუკიდებელ მედიას საფრთხეს უქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend