ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე.
ქართული კინო თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მონაწილეობს ფესტივალის მთავარ შესარჩევ კონკურსში.