მთავარი მსოფლიო ევროპა ვაქცინაციის გეგმა ევროპის ქვეყნებში

ვაქცინაციის გეგმა ევროპის ქვეყნებში

გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას იწყებს. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შეზღუდვები მინიმუმ 7 მარტამდე გაგრძელდება.

თუმცა არის გამონაკლისები, მათ შორისაა სილამაზის სალონები, რომლებიც პირველი მარტიდან გაიხსნება.

დისკუსია იყო  სკოლებთან დაკავშირებით. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მთავრობა სკოლებს თანდათან გახსნის მათ.

„ჯერ კიდევ გაურკვევლობაა მუტაციებთან დაკავშირებით. ვირუსის ძველი სახეობა ქრება და ახალი ჩნდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ახალ ვირუსთან ერთად და კარგად უნდა შევაფასოთ იგი. შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, თვალყური ვადევნოთ ვირუსის გავრცელებას და რათა მაქსიმალურად ავიცილოთ იგი თავიდან“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ეთანხმება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ზედა ასაკობრივ შეზღუდვას.

რამდენიმე ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინის ეფექტიანობას. კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკააცრილებს მინიმალურად იცავს ვირუსის სამხრეთაფრიკული ვარიანტისაგან.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არსებობს მცირე შესაძლებლობა, რომ ვაქცინა ეფექტიანი იყოს და აარიდოს მოსახლეობას დაინფიცირება, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს იგი რეკომენდებული“, –  განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ალეხანდრო კრავიოტომ.

ესპანეთში, პირველ რიგში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრებიან მასწავლებლები, მეხანძრეები, სამართალდამცავები და ის ხალხი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს.

თუმცა ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და 55 წელს გადასცდა, ვაქცინის დოზას ვერ მიიღებს.

მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებნი კი „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

გერმანიაგერმანია
Send this to a friend