მთავარიაზიაჩინეთიჩინური მისია მარსზე

ჩინური მისია მარსზე

კოსმოსური ხომალდი “ტიანვენ 1” მარსზე წარმატებით გაუშვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობა ავრცელებს. მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდი მარსის ზედაპირზე 3 თვის განმავლობაში დარჩება.

მისიის მიზანია, რობოტი მანქანა დასვას მარსის ზედაპირზე, რომელიც შეაგროვებს მონაცემებს წითელ პლანეტაზე არსებული მიწისქვეშა წყლებისა და წარსულში სიცოცხლის არსებობის სავარაუდო ნიშნების შესახებ.

 

ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კოსმოსურმა ხომალდმა წითელ პლანეტამდე მიაღწია. სამშაბათს მარსის ორბიტაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გაგზავნილი ორბიტალური აპარატი წარმატებით დაეშვა.

მომავალ კვირას უკვე აშშ გეგმავს ახალი როვერის ,,შეუპოვრობის’’ დასმას მარსის ზედაპირზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend