მთავარისაქართველოსაქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველო და უზბეკეთი სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, რის შედეგადაც აზიის რეგიონი ევროპას უკეთ დაუკავშირდება.  ორი ქვეყანა კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის, რომელიც განსაზღვრავს, რომელი საექსპორტო პროდუქციას აქვს საექსპორტო პოტენციალი და  მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს შეარჩევს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრ სარდორ უმურზაკოვთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა  საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი  განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, ლოგისტიკური დერეფნის განვითარებასა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობაც.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი  პარტნიორი ქვეყნები და მეგობრები არიან. თანაც ორივე განვითარებადი სახელმწიფოა და სწრაფად იზრდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან ბევრი მიმართულებით სწავლობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და გარკვეულ მაგალითსაც იღებს აქედან.

სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების  თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენსა და უზბეკეთს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შესაძლებელს ხდის,  რომ მთლიანად სამხრეთ აზიის რეგიონი უზბეკეთის გავლით და შემდეგ უკვე მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით, საქართველოს პორტების გამოყენებით დაუკავშირდეს ევროპას. და ამისთვის ძალიან საინტერესო, დიდი სარკინიგზო პროექტები ხორციელდება როგორც უზბეკეთში, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, პაკისტანს, შემდგომში ინდოეთს, ასევე საქართველოში,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend