მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოკრიზისი ბრიტანეთის მომსახურების სფეროში

კრიზისი ბრიტანეთის მომსახურების სფეროში

მომავალ უქმეებზე 6 კვირა გახდება მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში მესამე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ნელნელა გაიხსნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მცირდება პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ბრიტანეთის მთავრობა არ ჩქარობს ბიზნესის ხელახლა გახსნას, დაკეტილი ბიზნესების წარმომადგენლები ეჭვობენ შეძლებენ თუ არა საკუთარი ბიზნესების გადარჩენას.

ჭურჭელი გარეცხილია და დანებიც გალესილი, თუმცა დიდ ბრიტანეთში მომსახურების ინდუსტრიისთვის ჯერ კიდევ არ ჩანს შუქი გვირაბის ბოლოს.

რესტორნის მფლობელმა, ლუკ გარნსვორთმა გადარჩენის რეცეპტი იცის. იგი აცხადებს  რომ მთავარი მონდომება და ფინანსებია. მისი კომპანია დაკეტილი რომც იყოს,  20 000 მაინც უნდა გადაიხადოს. აქედან 5 ათასს გრანტებიდან იღებენ, 15 000 კი დანაკლისი აქვთ.

ახლა სახელმწიფო ისე აღარ ეხმარება ბიზნესებს, როგორც ეს  პირველი საყოველთაო კარანტინის დროს იყო.

ლუკი ამბობს, რომ  თავდაპირველად მთავრობა ყველა ხარჯს ფარავდა. ისინი უბრალოდ დაიკეტნენ და დანარჩენზე მთავრობამ იზრუნა. მისი თქმით ახლა ბევრად რთული სიტუაციაა. მთავრობა ხელფასების ნაწილს ფარავს, თუმცა დაზღვევისა და საპენსიო თანხების გადახდა მას უწევს. ლუკი აცხადებს რომ დამატებით 10000 ჭირდებათ, რომ უბრალოდ თანამშრომლები შეინარჩუნონ.

როდესაც მესამე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, იმედი იყო რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა.  თუმცა მთავრობა ჯანდაცვის წარმომადგენლების რჩევებს მიჰყვება, ამიტომ  წინასწარ ვერ გეგმავენ, თუ როდის შეძლებს ბიზნესი მუშაობის გაგრძელებას.

ქეით ნიკოლსი მომსახურების სფეროს წარმომადგენელია, იგი აცხადებს რომ გეგმების დაწყობა შეუძლებელია, ადამიანებს არ შეუძლიათ ბანკში წასვლა დამატებითი სახსრების მისაღებად. მათ არც ფართის მფლობელთან შეუძლიათ მისვლა,  რომ ქირის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათი მოსთხოვონ,  რადგან არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.ქეითი ამბობს, რომ მიუხედავად მრავალი სირთულისა მას ესმის ჯანდაცვის წარმომადგენლების გახსნასთან დაკავშირებით რომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. ასევე, მთავრობისგან არავინ ელის ზუსტი თარიღის გამოცხადებას, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებმა სავარაუდო თარიღი მაინც უნდა იცოდნენ, რომ მიეცეთ დაგეგმვის საშუალება.

ლუკი აცხადებს რომ მათ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით გახსნის გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ.  6 წლის წინ მან და მისმა მეუღლემ ნულიდან დაიწყეს და არ აპირებენ დანებებას.

ლუკი ამბობს, რომ გასულ წელს, სანამ პანდემია დაიწყებოდა, რესტორანი ნასესხები ფულით გახსნეს. მას შემდეგ, სრული დატვირთვით არც უმუშავიათ. დღეს მევალეებმა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოსთხოვონ თანხის დაბრუნება.

ბევრმა ადამიანმა ამ ინდუსტრიაში ნულიდან დაიწყო, ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ბიზნესი გადაარჩინონ.  თუმცა, ყველაფერი მათზე არ არის დამოკიდებული. მომსახურების სფეროში ათიდან 4 ადამიანი შიშობს, რომ წლის ბოლომდე მათი ბიზნესი, შესაძლოა,  სამუდამოდ დაიხუროს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend