მთავარისაქართველოერთი ექიმის ამბავი

ერთი ექიმის ამბავი

უკვე მრავალი თვეა, ინფექციონისტ თამარ ბადურაშვილისთვის სამსახურში წასვლის ან სამსახურიდან გამოსვლის დადგენილი დრო არ არსებობს. მისი თქმით, ექიმების სამუშაო დღე მაშინ იწყება, როდესაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა აქვთ, ხოლო სამსახურიდან სახლში მაშინ მიდიან, როდესაც უკვე ყველანაირი ძალა და ენერგია ამოწურული აქვთ.

„ყოველდღე ვფიქრობ, რომ რაღაცას ვერ შევძლებ, რომ მსგავს დღეს ვეღარ გავუძლებ, თუმცა მეორე დღეს რომ ვიღვიძებ, უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება. ეს  იმიტომ, რომ პაციენტები, რომლებიც ჩვენთან კლინიკაში მოდიან, სწორედ ჩვენგან შველას ელიან. მე კი არ მაქვს უფლება, რომ მათ ჩემი შიში ან ემოცია მოვახვიო თავს.

 
ექიმი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი განცდები კლინიკაშივე დატოვოს და სახლში პაციენტებზე აღარ იფიქროს, თუმცა ხშირად ასე არ გამოდის. განსაკუთრებით მძიმე ოქტომბერი და ნოემბერი იყო. ყოველდღე 24 საათის განმავლობაში პაციენტების გვერდით ვიყავით და სულ მათზე ვფიქრობდით, კლინიკაშიც და სახლშიც. ჩემთვის ყველაზე რთული ის პერიოდი იყო, როდესაც მე თვითონ დავინფიცირდი და 10 დღის განმავლობაში ვერ ვახერხებდი პაციენტების გვერდით ყოფნას“, – ამბობს ინფექციონისტი თამარ ბადურაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend