უახლესი კვლევების ცხადყოფს, რომ პანდემიის პირობებეში მარტოხელა ადამიანებს, წყვილებთან შედარებით, 3 ჯერ უფრო მეტად უჭირთ დეპრესიულ განწობასთან გამკლავება. უნგრეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ გაცნობის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
ღამის კლუბები და რესტორნები ნოემბერში დაიკეტა. შესაბამისად, აღარც შეხვედრის ადგილებია, სადაც მარტოხელა ადამიანები ერთმანეთის გაცნობას შეძლებენ. ერთადერთი გამოსავალი ინტერნეტის საშუალებით გაცნობაა, თუმცა რომანტიკული ვახშმისა და ცეკვის გარეშე.
პიტერ ვეილერი, Dating Central Europe LtD დირექტორია. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დროს მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთს შეხვედროდნენ. თუ ვინმე თავის მეორე ნახევარს იპოვის, ჩაკეტილ ქალაქში ნამდვილად გაუჭირდება მასთან ერთად პაემანზე წასვლა.
სწორედ ამიტომ, დაიწყო თუ არა ეპიდემია, პორტალზე ვიდეოპაემანის სერვისი დაემატა. მარტოხელებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა მომხმარებლები პირად ურთიერთობებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ვირტუალურ შეხვედრებს.
რა თქმა უნდა, არც ეს იყო ადვილი. მართალია, ცივ ზამთარსა და წვიმაში არც თუ ისე სასიამოვნოა სეირნობა. თუმცა დაკეტილ სივრცეში ორი მოსაუბრე, თვალების გარდა, ვერაფერს ხედავს. ტუნდე ლუკაჩს, რომელიც თავისი ცხოვრების თანამგზავრს წლებია, ეძებს, მიაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები თავის ხიბლს კარგავს. ქუჩაში ყველას ნიღაბი, ქუდი და შარფი უკეთია, სათვალეებით კიდევ უფრო რთული ხდება, დაინახო, ვინ როგორ გამოიუყურება, იმასაც კი ვერ ვხვდები, შენ ვინ მიყურებს.
ჟანეტ ბალოგმა ამ პრობელების მოსაგვარებლად გამოსავალი იპოვა, იგი ღია სივრცეში აწყობს შეხვედრებს. ამ გზით მარტოხელები ერთმანეთის გაცნობას უკეთ შეძლებენ.
ჟანეტი ამბობს, რომ როდესაც ადამიანები ბუნებაში სეირნობენ, ისინი მაშინვე პოულობენ საერთო ენას, მათ ბუნების სიყვარული აერთიანებთ.
უნგრეთში დაახლოებით 2 მილიონი მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა დედაქალაქშია. ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათთვის 3-ჯერ უფრო რთულია ეპიდემიის დროს დეპრესიასთან გამკლავება. ყველაფერს ისიც ართულებს, რომ მალე ვალენტინობის დღესასწაული იქნება.