მთავარიევროპაპორტუგალიატექსტილის ინდუსტრიის გამოწვევები პორტუგალიაში

ტექსტილის ინდუსტრიის გამოწვევები პორტუგალიაში

საფრანგეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ – საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და  ტრანსპორტში რესპირატორული ნიღბების გამოყენების შესახებ, პორტუგალიის ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ პორტუგალიაში წარმოებული სერტიფიცირებული ნაჭრის ნიღბების დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ახალი წესის გამო ქვეყნისთვის ავსტრიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბაზრები დაიკეტა.

 
საფრანგეთში სკოლებში სავალდებულო ხდება რესპირატორული ნიღბების ტარება, ხოლო ავსტრიასა და გერმანიაში მიიღეს გადაწყვეტილება,  რომ მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია FFP2 ტიპის რესპირატორული ნიღბის გამოყენება. ამ გადაწყვეტილებამ დიდი დარტყმა მიაყენა პორტუგალიის სამკერვალო ბიზნესს, რომლისთვისაც პანდემიის დროს ნიღბის კერვა  შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

პორტუგალიის ტექსტილისა და ტანსაცმლის ასოციაციის ინფორმაციით, ნაჭრის პირბადეების წარმოებაში 10-დან 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და თვეში ექსპორტზე დაახლოებით 19 მილიონი ევროს ღირებულების საქონელი გადის.

ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ვილა-ნოვა-დე-ფამალიკანუში, ტექსტილისა და ტანსაცმლის კვლევით ცენტრში 3500 სახეობის ნაჭრის ნიღაბია სერტიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ნიღბები ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ექსპორტზეც გადის.

ტექსტილისა და ტანსაცმლის კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორის, ბრაზ კოშტას თქმით იგი დარწმუნებულია, რომ  პორტუგალიში წარმოებული ნიღბები ხარისხიანია. იგი არ ეთანხმება ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით პორტუგალიური კომპანიები გააგრძელებენ თავიანთი პროდუქტების სხვა ბაზრებზე ექსპორტს, თუმცა საფრანგეთის, გერმანიის და ავსტრიის ბაზრები დიდი დანაკარგი იქნება მათთვის.

ტექსტილისა და ტანსაცმლის კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ მათ აქვთ სერტიფიცირებული ნიღბები, რომლებსაც 90%-იანი ფილტრაციის უნარი აქვს. ქირურგიული ნიღაბს თითქმის იმდენივე – 95%-იანი ფილტრაცია აქვს. თუმცა რადგან კორონავირუსის ინფექცია მუტაციას განიცდის, რამდენიმე ქვეყნის მთავრობა FFP2 ტიპის რესპირატორული ნიღბის ტარებას მოითხოვს. ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებიც ნაჭრის ნიღბებს ამზადებენ, ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან, სავარაუდოდ, პორტუგალიაც ამ ქვეყნების გზას დაადგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend