მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდებში კომენდანტის საათი 3 მარტამდე გახანგრძლივდება

ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 3 მარტამდე გახანგრძლივდება

კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ნიდერლანდების მთავრობა კომენდანტის საათს 3 მარტამდე ახანგრძლივებს. შეზღუდვა, რომელიც 23 იანვარს დაწესდა 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს.

ოქტომბერში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის კლების ტენდენცია დეკემბრის ბოლოდან შეიმჩნევა.

თუმცა, ნიდერლანდების მთავრობა არ ჩქარობს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას რადგან, ახალი შტამების გავრცელებამ შესაძლოა არსებული ვითარება შეცვალოს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნიდერლანდებში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 14 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend