სტამბოლში ძლიერმა შტორმმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა. შტორმს წინ უძღოდა წვიმა სტამბოლის ევროპულ ნაწილში. სტიქიის დროს დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. დროებით შეჩერდა სამგზავრო ბორანის მოძრაობა. შეფერხებით მუშაობდა ავტობუსები და მეტროც.