მთავარიამბებიDRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების რეკომენდაციას იძლევა

DRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების რეკომენდაციას იძლევა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ერთწლიანი კვლევის ფარგლებში  შეისწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა  და  მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციებს შორის არის უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აკადემიური წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობაც.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ერთი წლის განმავლობაში შეისწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა და ოთხი სამაგიდო კვლევა გამოსცა.

DRI-ის მკვლევრებმა გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.

რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა საგამოძიებო სტრუქტურებს შორის კომპეტენციების დუბლირების აღმოფხვრა და პარალელური საგამოძიებო სისტემების გაუქმება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვას;

სასურველია გაძლიერდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის/კონტროლის მექანიზმები; გაუმჯობესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მასზე არსებული ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმები;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ტერორიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აკადემიური წრეების, დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა.

აღნიშნულ მიგნებებზე დაყრდნობით, 2021 წლის თებერვლიდან DRI-მ დაიწყო ახალი პროექტი „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირებას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებას. ასევე, ქვემო ქართლისა და პანკისის რეგიონებში  რადიკალიზაციის შესამცირებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა საჯარო სტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend