ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეანტი და კლოდ კერნი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენის გამო. მათ თქმით,ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ისინი მოუწოდებენ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. როგორც განცხადებაში წერია, ამ მხრივ, მათ სურთ, ხაზი გაუსვან რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული.
მთავარისაქართველოევროსაბჭოს თანამომხსენებლები ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურნენ