მთავარიბიზნესიTesla-მ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ბიტკოინი იყიდა

Tesla-მ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ბიტკოინი იყიდა

ელექტრომობილების  ბაზრის ლიდერმა ამერიკულმა კომპანია  Tesla-მ  1.5 მილიარდი აშშ დოლარის ბიტკოინი იყიდა. კომპანიის ხელმძღვანელი ელონ მასკის განცხადებით, კომპანია პროდუქციის ბიტკოინზე  გაყიდვასაც გეგმავს.

ორშაბათს, 8 თებერვალს, Tesla-მ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი შეიძინა. ფასიანი ქაღალდების კომისიითვის წრადგენილ განაცხდაში ბიტკოინის შესყიდვის მიზეზად კომპანიამ ამ კრიპტოვალუტის   მოქნილობა დაასახელა. კომპანია თვლის, რომ  მომავალში ბიტკოინი ნაღდ ფულზე დიდ მოგებას მოუტანს.

Tesla-მ ასევე განაცხადა, რომ თავისი პროდუქტის საფასურად ბიტკოინის მიღებასაც აპირებს. შესაბამისად, Tesla პირველი მსხვილი ავტომწარმოებელი იქნება, რომელიც ბიტკოინებით ანგარიშსწორებას დაუშვებს.

კომპანია  ბიტკოინებით ანგარიშსწორებას თავიდან შეზღუდული მოცულობით განახორციელებს და  ვირტუალური ვალუტის მარეგულირებელ ნორმების დაცვის პირობას დებს.

თუმცა Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტის შეძენამ გარკევული ეჭვები გააჩინა კომპანიის ხელმძღვანელის ელონ მასკის მიმართ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ტვიტერზე“ ვირტუალური ვალუტების  – ბიტკოინისა და დოგკოინის –  შესახებ დადებით კომენტარებს ათავსებდა. შესაბამისად, საზოგადოებას ამ ვირტუალური ვალუტების მიმართ ნდობა გაუჩნდა და ბევრმა  შეიძინა კიდეც.

ორი კვირის წინ ელონ მასკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბიტკოინის მხარდამჭერი ჰაშთაგიც განათავსა. შედეგად, ბიტკოინის ფასმა 20 პროცენტით მოიმატა. ორი დღის შემდეგ კი, მასკმა  სოციალურ მედია „ქლაბჰაუსზე“ [Clubhouse] დაწერა: „ჩემი აზრით, ბიტკოინი კარგი რამეა და მე მისი მხარდამჭერი ვარ.“

ორშაბათს, Tesla-ს განცხადების შემდეგ,  ბიტკოინის ფასი კიდევ გაიზარდა და ერთ ბიტკოინზე 44200 დოლარს მიაღწია. თუმცა კომპანიამ  ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის წარდგენილ განაცხდაში  ინვესტორები გააფრთხილა, რომ ბიტკოინის ფასი ძალიან მერყევია.

თავად Tesla-ს აქციების ფასმა ბიტკოინების ტრანზაქციის შემდეგ,  2.5 პროცენტით მოიმატა.

წარსულში  ელონ მასკს გარკვეული პრობლემები ჰქონდა  ფასიანი ქაღალდების მარეგულრიებელ ორგანოსთან  „ტვიტერზე“ განთავსებული კომენტარების გამო. მაგალითად, 2018 წელს ფასიანი ქაღალდების კომისიამ მასკი თაღლითობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ თავისი კომპანიის ყიდვას და თითო ააქციაში 420 დოლარის გადახდას აპირებდა.

საბოლოოდ, მასკი იძულებული გახდა Tesla-ს  სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი ეთქვა და მარეგულრიებლი ორგანოსთვის ჯარიმის სახით 20 მილიონი დოლარი გადაეხადა. კიდევ 20 მილიონი დოლარი მასკმა თავად კომპანიას კომპენსაციის სახით გადაუხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend