მთავარი საზოგადოება პარიზში გაუპატიურებული გოგონას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პარიზში გაუპატიურებული გოგონას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პარიზში ასობით მომიტინგე გამოვიდა ჟულის მხარდასაჭერად. გოგონა 13დან – 15 ასაკამდე 20 მეხანძრემ გააუპატიურა. საქმე საფრანგეთის უზენაეს სასამართლოში განიხილება. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ  ევროკავშირის სხვა  წევრი ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთის კანონითაც განისაზღვრება სექსუალური ურთიერთობის ასაკი. საფრანგეთში დანაშაულად ითვლება 18 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირის დამყარება, თუმცა გაუპატიურებად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება,  თუკი მსხვერპლი დაამტკიცებს, რომ მასზე იძალადეს. სექსუალური კავშირის დამყარების წესების დარღვევის გამო პატიმრობა 7 წლით განისაზღვრება, ხოლო გაუპატიურების შემთხვევაში 20-ით.

ამ საქმეზე ბრალდებულებს ნაკლებად მძიმე მუხლით ასამრთლებენ, რაც არასაკმარისია „ფემენის“ მოძრაობისთვის.

სოფია ანტუანი, მოძრაობა „ფემენის“ პრესსპიკერია რომელიც აცხადებს რომ მსხვერპლთა ხმა არ ისმის, რომ მათ არც კი უსმენენ. ბრალდებას აუქმებენ და დანაშაულს ცვლიან. ისინი მოვითხოვთ პოლიციისგან, ფსიქიატრიული ექსპერტებისა და მთლიანად სასამართლო სისტემისგან, რომ შეისმინონ ამ ადამიანების ხმა და დაგმონ არსებული კანონი.

ჟულიმ თავდამსხმელების წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით შეიტანა სარჩელი, რომელიც ვერსალის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო. ახლა კი საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება.

უახლესი

სხვა ამბები