მთავარიმსოფლიოევროპაში ონლაინსწავლების გამო სტუდენტების მოტივაცია დაეცა

ევროპაში ონლაინსწავლების გამო სტუდენტების მოტივაცია დაეცა

პანდემია მძიმედ აისახა უნივერსიტეტებზე, განსაკუთრებით კი სტუდენტების ცხოვრებაზე. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ევროპაში სტუდენტების მოტივაცია საგრძნობლად დაეცა. შემცირდა ლექტორების მუშაობის ეფექტიანობაც.

ფილიპი ბიოლოგიისა და ბიზნესის ლექციებს მშობლების ლეპტოპით ესწრება. ჰოლანდიაში პანდემიის გამო, ფილიპის მსგავსად, 300 ათასი სტუდენტი ლექციებს დისტანციურად ესწრება.

„ცხოვრება ცოტა მოსაწყენი გახდა. სახლში სტუდენტები ნაკლებად მოტივირებულები ვართ. ლექციაზე უფრო მეტი ყურადღებით ვიყავით. თვითონ ლექტორებიც მეტი ემოციითა და ენთუზიაზმით გვიკითხავდნენ ლექციებს,“ ამბობს ფილიპმა.

 

მოტივაციის ნაკლებობა, მარტოობა, იზოლაცია და სტრესი – ჰოლანდიის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სწორედ ეს პრობლემები აწუხებთ სტუდენტებს. ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ მრინალისთვის მთავარ დაბრკოლებას ონლაინსწავლება წარმოადგენს.

„უნივერსიტეტის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სოციალური ურთიერთობებია. როდესაც ამ ყველაფრის გარეშე დავრჩით, მაშინ მივხვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის,“ თქვა მრინალმა.

მრინალის მეგობარი ჯოსეფინაც მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჯოსეფინა სანდბერგმა არ იცის ეკონომიკის რომელი დარგი დაზარალდება ყველაზე მეტად.

„არ ვიცით, რამდენი სამუშაო ადგილი იქნება, ან რომელ სექტორში უნდა ვეძებოთ სამსახური. ეს ძალიან დამთრგუნველია.“

სტუდენტების მსგავსად, ლექტორებსაც უჭირთ თავიანთი საქმიანობის შესრულება.

მაასტრიხტის პროფესორი პატრიკ ბიჯსმანსი ონლაინ სწავლებას ნაკლებზე საუბრობს.

„ლექციის ონლაინრეჟიმში ჩატარება ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. წესით, დღეში 2-3 ლექციას ვკითხულობდი, რის შემდეგაც საღამოობით კვლევითი სამუშაოებისთვისაც მრჩებოდა დრო. ახლა კი 6 საათისთვის ვამთავრებ მუშაობას. საღამოს შეიძლება ერთი-ორი იმეილი გავაგზავნო, მაგრამ რამე ახლის წაკითხვისთვის ან დაწერისთვის დრო და ენერგია აღარ მრჩება.“

მაასტრიხტის უნივერსიტეტის რექტორის რიანე ლეცჰერტის თქმით, პანდემიისას შემცირდა გრანტების რაოდენობა, რაც უნივერსიტეტის შემოსავლის ნახევარს შეადგენდა.

„ყველა პროფესორი იმდენად არის გადართული ონლაინსწავლებაზე, რომ მათ ცოტა დრო რჩებათ გრანტების მოსაპოვებლად. ამის შედეგებს 2 წლის მერე დავინახავთ. ასევე ნაკლები შემოსავალი გვაქვს სამაგისტრო, სადოქტორო თუ საზაფხულო სკოლებიდან. ამის გამო ჩვენი ერთ-ერთი სერვისცენტრი ფინანსურად ძალიან დაზარალდა.“

ბოლოდრეინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ევროპაში უმაღლეს განათლებას მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობა მთავრობას მოუწოდებს, რომ უნივერსიტეტებს დაეხმაროს და პანდემიით გამოწვეული სირთულეები უნივერსიტეტების თანამშრომლებს, მასწავლებლებსა, და რაც მთავარია, სტუდენტებს შეუმსუბუქოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend