მთავარიმსოფლიოევროპაში დიდთოვლობა და ძლიერი წვიმაა

ევროპაში დიდთოვლობა და ძლიერი წვიმაა

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალი დარსი მძვინვარებს. გერმანიაში თოვლმა ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. უამინდობაა ნიდერლანდებშიც, რამაც ქვეყნის საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა. ხოლო საფრანგეთში  ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

ქარიშხალმა დარსიმ, რომელსაც აღმოსავლეთის მხეცსაც უწოდებენ, დიდი ბრიტანეთი მოიცვა. ქარიშხალი ცივმა ქარმა გამოიწვია, რომელიც რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან მოდის. ასეთი ცივი ზამთარი სამი წლის წინ იყო.

შეფერხდა სამგზავრო სამუშაოები და საშიში სამგზავრო პირობების გამო ვაქცინაციის ზოგიერთი ცენტრი დაიხურა.

„დღეს შუადღის ხუთის ნახევარზე უნდა მოვსულიყაი. სახლიდან გამოსვლა მაინც გავრისკე, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი სულ უფრო უარესდებოდა.“ – განაცხადა ვაქცინის მიმღებმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ასამდე ავტოავარიის შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციის ცნობით მოყინულ გზაზე 28 ადამიანი დაშავდა. გერმანიის ამინდის სამსახურმა ხალხს მოუწოდა, დარჩენილიყვნენ სახლში. ხელისუფლებამ უსახლკაროები თბილ თავშესაფრებში გადაიყვანა.

„ძლიერი ქარისა და თოვლის შედეგად გზები მოიყინა. შუტტორფის საავტომობილო გზის ტექნიკური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები. მოსახლეობას კი მოვუწოდებთ, თავი აარიდოს გადაადგილებას, თუ ამის საჭიროება არაა.“ – ამბობს პოლიციის ოფიცერი ბორის კესტი.

საფრანგეთში კი ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. მდინარის მახლობლად მცხოვრები ასობით ადამიანი ევაკუირებული არიან სახლებიდან.

დიდდება მდინარე სენაც პარიზში. პონტ დე ლ-ალმაზე მდებარე ქანდაკებაც ნაწილობრივ ჩაძირულია.

საკმაოდ მძიმე ზამთარია ნიდერლანდებშიც. ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარბუქი წელსაა. მთავრობა იძულებული გახდა შეეწყვიტა კორონავირუსის პანდემიის განსახილველი ყოველკვირეული შეხვედრა. ამინდმა ცუდი გავლენა იქონია ქვეყნის საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაზეც. ნიდერლანდების მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საფრთხის შესახებ მთელი ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend