მთავარიმსოფლიოდიდ ბრიტრანეთში ჯამში 12 მილიონი ადამიანი აიცრა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის...

დიდ ბრიტრანეთში ჯამში 12 მილიონი ადამიანი აიცრა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას წყვეტენ

დიდ ბრიტანეთში უკვე 12 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა. მიუხედავად ამდენი აცრილი ადამიანისა, ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროში აცხადებენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები უმიცრესობების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, არ აცრილან. ხშირ შემთხვევაში რელიგიური და კულტურული რწმენა ხელს უწყობს ვაქცინის მიმართ უნდობლობის გაღვივებას.

“აღშფოთებული ვიყავი, როდესაც ექთნები პირდაპირ ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ ვაქცინა არ მიეღოთ, ყველაზე გასაოცარი იყო, როდესაც ერთ-ერთ ექთანს გავესაუბრე. როგორც მან მითხრა, მას  მოძღვარმა ურჩია, რომ ვაქცინაციაზე უარი ეთქვა.  ძალიან გავბრაზდი და მოვთხოვე, მოეცა ამ მოძღვარის საკონტაქტო ინფორმაცია.” – ამბობს მაიკლ დეივისი – შრუსბერის საავადმყოფოს უმცროსი ექიმი

ამასობაში სამხრეთ აფრიკაში შეჩერდა „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია, რადგან ახალი შტამის წინააღმდეგ კარგი შედეგები ვერ აჩვენა. კვლევის მიხედვით, ვაქცინა არაეფექტიანია დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, თუმცა ოქსფორდში აცხადებენ, რომ დაავადების მძიმე ფორმის წინააღმდეგ ვაქცინა ნამდვილად ეფექტიანია, ეს კი  პრიორიტეტულია.

უნგრეთში კი დაამტკიცეს რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“. 40 000 დოზა აქედან უკვე მზად არის. 3 თვის განმავლობაში უნგრეთი რუსული ვაქცინის 2 მილიონ დოზას მიიღებს. უნგრეთი ევროკავშირის ვაქცინაციის პროგრამის ტემპს აკრიტიკებდა.

“მარეგულირებელმა ორგანომ დაამთავრა „სპუტნიკის“ ვაქცინის შესწავლა,  ვაქცინამ კარგი შედეგები აჩვენა. შესაბამისად, ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია და უკვე შესაძლებელია მისი გამოყენება.” სესილია მიულერი – უნგრეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

ვენეციაში წელს კარნავალი ტურისტების გარეშე ტარდება. გარშემო ყველგან ნიღბებია, თუმცა – არასაკარნავალო. როგორც წესი, ამ ქალაქს  3 მილიონი ტურისტი სტუმრობდა ხოლმე, ახლა კი მათ გარეშე უწევთ კარნავალის მოწყობა.

“ჩვენ დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვენეციამ სიცოცხლე გააგრძელოს და თავიდან დაიბადოს, როგორც ეს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.” – არმანდო ბალა – კოსტიუმების გამყიდველი

მთავრობა ცდილობს სადღესასწაულო განწყობის  შექმნას  და ღონისძიებების ონლაინრეჟიმში გადაცემას უზრუნველყოფს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend