მთავარი გადაცემები კუბი The Economist: საქართველოს დემოკრატიის ხარისხი 2019 წელთან შედარებით გაუარესდა

The Economist: საქართველოს დემოკრატიის ხარისხი 2019 წელთან შედარებით გაუარესდა

მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის კვლევითი ცენტრის – Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია. 

„დემოკრატიის ინდექსი 2020-ის“ ანგარიშში მიმოხილულია 165 ქვეყნის მდგომარეობა.  საქართველო 91-ე ადგილზეა,  ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ 2019 წელთან შედარებით, ორი პუნქტით ჩამოქვეითდა.

თითოეული ქვეყანა 10-ქულიანი სისტემით ფასდება, საქართველოს კი 2020 წელს 5,31 ქულა მიენიჭა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 5,42 იყო.

ქვეყნების ინდექსირება ხუთ კატეგორიას ეფუძნება:

საარჩევნო პროცესი, პლურალიზმი;

მთავრობის ფუნქციონირება;

პოლიტიკური მონაწილეობა;

პოლიტიკური კულტურა; 

სამოქალაქო თავისუფლება; 

ამ კრიტერიუმებით ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად დემოკრატიის ხარისხის მიხედვით.

ეს ჯგუფებია: „სრული დემოკრატია“, „არასრულყოფილი დემოკრატია“, „ჰიბრიდული რეჟიმი“ და „ავტორიტარული რეჟიმი“. საქართველო რჩება „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფში.

ყველაზე მაღალი – 7,8 ქულით საქართველოში საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი შეფასდა. სხვა მონაცემები კი ასეთია:

პოლიტიკური თანამონაწილეობა  – 6,11 ქულა;

მთავრობის ფუნქციონირება  – 3,57 ქულა;

პოლიტიკური კულტურა – 3,75 ქულა;

სამოქალაქო თავისუფლება – 5,29 ქულა.

მსოფლიოს მასშტაბით პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნებია:  ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და კანადა. ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთი კორეა.

მთლიანობაში 2020 წელს დემოკრატიის ხარისხი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა. 2019 წელთან შედარებით, 165 ქვეყნიდან 116-მა განიცადა უკუსვლა.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში