მთავარი ამბები კომუნალური გადასახადების სახელმიწიფო სუბსიდირების პროგრამა თებერვალში დასრულდება

კომუნალური გადასახადების სახელმიწიფო სუბსიდირების პროგრამა თებერვალში დასრულდება

კომუნალური გადასახადების სახელმიწიფო სუბსიდირების პროგრამა თებერვალში დასრულდება. ამის შესახებ საზოაგდეობას ენერგოომბუდსმენის სამსახური ატყობინებს.

„თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება,“- ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ თუ სურთ რომელიმე ინფორმაციის დაზუსტება, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

განცხადების მიხედვით, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებით განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მომხმარებელთა სუბსიდირება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში, რომელშიც დასუფთავების მოსაკრებელიც შევიდა.

აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მომხმარებლები, რომლებიც საანგარიშო თვის განმავლობაში ხარჯავდნენ 200 კუბურ მეტრ ან ნაკლებ გაზს, ასევე 200 კვ.სთ. და ნაკლებ ელექრტროენერგიას, სრულად გათავისუფლდნენ გადასახადებისგან.

სუბსიდირების პირველი ეტაპი გასული წლის მარტი-აპრილი-მაისის თვეებს მოიცავდა, ხოლო მეორე ეტაპი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში სრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 12 იანვრის მთავრობის №4 დადგენილებით ტერმინი „საანგარიშო თვე“ განისაზღვრა, როგორც „კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდი“.

„აღნიშნული გულისხმობს, რომ კონკრეტული თვეების სუბსიდირება განხორციელდება არა ზუსტად თვის დასაწყისიდან და დასასრულამდე არსებულ პერიოდში, არამედ, ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდების მიხედვით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ეტაპისთვის ეს არის – 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, ნოემბერი-დეკემბერი, დეკემბერი-2021 წლის იანვარი და 2021 წლის იანვარი-თებერვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება”,- განამრტავს ომბუდსმენის სამსახური.

უახლესი

სხვა ამბები

კომუნალური გადასახადებიკომუნალური გადასახადები