მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი ხედვა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი ხედვა წარადგინა

„ამერიკა დაბრუნდა“  ასეთია ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საგარო პოლიტიკისთან დაკავშირებული სიტყვის მთავრი გზავნილი.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბაიდენისეული ხედვა საერთაშორისო არენაზე ამერიკის ღირსეული ლიდერობის აღდგენას გულისხმობს, ითვალისწინებს  “ჩინეთის მზარდ ამბიციას“, „გლობალური ძალების მდგომარეობის გადახედვას“  და გამოწვევებს კლიმატის ცვლილებასთან და პანდემიასთან დაკავშირებით.


  ,,ამერიკა დაბრუნდა,” ,,დემოკრატია დაბრუნდა”. დიპლომატია ისევ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტია. როგორც ჩემს საინ აუგურაციო სიტყვაში ვთქვი, ჩვენ კვლავ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან არა მხოლოდ ძველი პრობლემების, არამედ მომავალი გამოწვევების დასაძლევად,” – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იემენის ომთან დაკავშირებით დიპლომატიის გაძლიერებაზე, სადაც ექვსწლიანი კონფლიქტის შედეგად  ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა,  მილიონობით მოქალაქე კი შიმშილის ზღვარზეა და დევნილად იქცა.

”ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ მხარდაჭერას იემენში ომის დროს თავდასხმითი ოპერაციებისათვის, მათ შორის იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბაიდენმა იემენზე საუბრისას და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს საუდის არაბეთის მხარდაჭერასა და დახმარებას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ შეაჩერებს ჯარისკაცების გაყვანას გერმანიაში მდებარე რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზიდან.

გერმანიაში განთავსებული ამერიკული ბაზებიდან 9,500 ჯარისკაცის გაყვანა იგეგმებოდა. სულ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 30 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend