მთავარიმსოფლიოგერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 105 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნები კოვიდ-19-ს დაწესებული შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ებრძვიან. გერმანია ახლო მომავალში საკარანტინო ზომების შემსუბუქებას განიხილავს, საფრანგეთი კი ჯერჯერობით არ ჩქარობს დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. დიდ ბრიტანეთში ჩამსვლელთათვის ძალაში რჩება სავალდებულო  10-დღიანი კარანტინის გავლა. 

გერმანიის ხელისუფლება ახლო მომავალში საკარანტინო ზომების შემსუბუქების საკითხს განიხილავს, გამომდინარე იქიდან რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რადენობა შემცირდა და საავადმყოფოებიც ნაკლებად არის უკვე გადატვირთული. თუმცა შემსუბუქების საკითხი დიდიწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ სწრაფად წარიმართება ვაქცინაციის პროცესი და რამდენად ფართოდ მოხდება ვირუსის ახალი სახეობის გავრცელება გერმანიის ტერიტორიაზე.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით ქვეყანა მალე სრულად გადალახავს ქვეყნაში პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.

,,მე ზამთრის დასაწყისში განვაცხადე რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისათვის ურთულესი პერიოდი. და როგორც ვნახეთ ასეც აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ჩვენ ახლა შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ პანდემიის მეორე ტალღის პიკი უკვე გადავიარეთ. სულ მცირე პერიოდიღა დაგვრჩა მოსათმენი. შემდეგ უკვე ვაქცინაციის პროცესი უფრო მაშტაბური იქნება. საავადმყოფოებზე დატვირთვაც მალე კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ხანდაზმული ადამიანები აცრებიდან გამომდინარე აღარ დაავადდებიან ესე ხშირად.  აქედან გამომდინარე მე ვხედავ მკაფიო სინათლეს ამ გვირაბის ბოლოს, თუმცა იქ მისვლამდე ცოტა ხნით კიდევ მოგვიწევს ამ რთული პერიოდის გადატანა,’’ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს არც საკარანტინე ზომების შემსუბუქებას და არც რაიმე ახალი შეზღუდვების დაწესებას. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ზაფხულის ბოლოსთვის საფრანგეთის ყველა მოქალაქე, ვისაც ექნება კორონავირუსზე აცრის სურვილი, მიიღებს თავის წილ ვაქცინას.

ამ დროისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ განიხილავს ჩინური ვაქცინის გამოყენების საკითხს.

,,მე არა მაქვს არანაირი ინფორმაცია ჩინური ვაქცინის თაობაზე. მე სხვა კომენტარს ამ საკითხზე აღარ გავაკეთებ, მაგრამ ეს ფაქტია რომ ესეა. თუკი ეს ვაქცინა არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს მაშინ შესაძლოა მან გრძელვადიან დისტანციაზე ვირუსის ახალი სახეობის გაჩენას შეუწყოს ხელი. ეს კი ნამდვილად ვერ დაგვეხმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში’’ – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ხელისუფლებების მსგავსად ნიდერლანდების მთავრობამაც მიირო გადაწყვეტილება რომ შეზღუდოს ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ხელისუფლება გეგმავს ქვეყანაში ჩასული ადამიანებისათვის 10 დღიანი კარანტინის რეჟიმის გამკაცრებას. მალე ზოგიერთი მოგზაური სახლის ნაცვლად იძულებული იქნება სასტუმროში გაიაროს კარანტინის რეჟიმი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend