მთავარიმსოფლიობოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქ ბიჰაჩში 600-ზე მეტი მიგრანტი კვლავ უსახლკაროდ ცხოვრობს

ბოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქ ბიჰაჩში 600-ზე მეტი მიგრანტი კვლავ უსახლკაროდ ცხოვრობს

მიგრანტების დასახმარებლად ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირიდან წლიურად 20 მილიონ ევროს იღებს. თუმცა მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურების გამო, ქვეყანაში მიგრაცია კვლავ სერიოზულ პრობელემად რჩება. მიგრანტებს ცხოვრება მიტოვებელ შენობებში, არაადამიანურ პირობებში უხდებათ.

ქალაქ ბიჰაჩში, რომელიც ხორვატიის საზღვართან ახლოსაა, მიტოვებულ შენობაში მოხუცთა თავშესაფარში მიგრანტები შესახლდენენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში სათანადოდ აღჭურვილი ბანაკის გახსნა შეაჩერა. ამ ბანაკში 2000 მიგრანტის განთავსება იყო შესაძლებელი.

ბიჰაჩში ახლად ჩამოსულ ანუშის თქმით სამშობლოში, ირანში, მას დევნიან. ანუშს და მის მეგობარს გერმანიაში წასვლა სურთ.

„ირანიდან სამი წლის წინ წამოვედი. საზღვრები დაკეტილია და რა უნდა ვქნა? იქნებ, მეგობრები დამეხმარონ. თუ კონტრაბანდისტებს ფული გადავუხადო? არ ვიცი…“ ამბობს ანუში.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაუმართავი სახელმწიფო სტრუქტურებია. ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ხელისუფლება ბლოკავს. ხოლო როდესაც საქმე მიგრანტების თავშესაფარს ეხება, რეგიონების ნაწილი პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამობობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრანტებისთვის საკვები მოაქვს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ნატაშა ომეროვიჩის თქმით, მიტოვებულ შენობაში კატასტროფული სიტუაციაა.

„ძალიან მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე ვართ,“ ამბობს ნატაშა.

ევროკავშირი კი ბოსნია და ჰერცეგოვინაზე დიპლომატიურ ზეწოლას აგრძელებს და პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობისკენ და მიგრანტების თავშესაფრის გახსნისკენ მოუწოდებს.

შენობა სადაც 120 მიგრანტი ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარი იყო, რომელიც ახლა ნანგრევებადაა ქცეული. ბიჰაჩში თავშესაფრის გარეშე 600 მიგრანტია, ხოლო რეგიონში დაახლოებით 2000 უსახლკარო სიცივეში ათენებს ღამეს. მათ ელექტროენერგია და წყალი არ აქვთ, სანიტარული პირობები კი შემაშფოთებელია. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, ეს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მოწოდებული საჭმელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend