ბრექსიტის შედგომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთს შორის კვლავ გაურკვევლობაა. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზღვრებზე ბიუროკრატიული პროცედურები ტვირთების ტრანსპორტირებას აფერხებს. როგორია ვითარება ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთისა და ევროკავშირის საზღვრებთან.
ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა მოლაპარაკებები გამართეს ბრექსიტის გამო შექმნილი სავაჭრო დაძაბულობის შესამსუბუქებლად. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ითხოვს “საშეღავათო ან გარდამავალი” პერიოდის გახანგრძლივებას, რომ მდგომარეობა ცოტათი მაინს გამოსწორდეს. ახალი სასაზღვრო კონტროლის გამო უკვე შეფერხდა ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში ზოგიერთი საქონლის გატანა.
ბრექსიტის შეთანხმების მიხედვით, ე.წ. “ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი” ითვალისწინებს, რომ ირლანდიის რესპუბლიკაში საზღვარი გახსნილი იყოს, რადგან ირლანდია ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს. ამის ნაცვლად, ირლანდიის ზღვაში ხელოვნურად შექმნილი საზღვარია, რომელზეც საბაჟო და ვეტერინარულ შემოწმებას უტარებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში გადის.
მაროს სეფჩოვიჩი- ევროპის კომისიის ვიცე პრეზიდენტი:
ეს ორმხრივი გზა უნდა იყოს, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უნდა გამოიყენოს, მათ პროტოკოლის სწორად შესრულების ვალდებულება აქვთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ასეთი საზღვრები არ უნდა იყოს და მშვიდობასაც შევინარჩუნებთ.“
ცხოველური პროდუქტების შემოწმება უკვე შეჩერებულია მას შემდეგ, რაც გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც საზღვარზე მომუშავეებს საფრთხეს უქმნის. პრობრიტანული პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოწმებები ართულებს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ბრიტანეთის სხვა რეგიონებს შორის არსებულ მდგომარეობას. ამ საკითხმა შესაძლოა საზოგადოების დაძაბულობა გამოიწვიოს.