მთავარიკუბისოციალური ქსელის მომხმარებლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეს განიხილავენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეს განიხილავენ

ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დისკუსიები იმართება. ნაწილი მხარს უჭერს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ნაწილი კი კარტოგრაფებს ღალატში სდებს ბრალს.

გუშინ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ივერი მელაშვილს, რისი ამსახველი კადრებიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა გადაიღო. მოქალაქემ მელაშვილს „სამარცხვინო“ უწოდა.  მელაშვილის თქმით, მსგავსი საქციელი სოციალურ ქსელში აგორებული პროპაგანდის შედეგია.

 
ივერი მელაშვილი 28 იანვარს ”TV პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“  სტუმრად იმყოფებოდა. იგი საზღვრის სადავო მონაკვეთის დადგენის პროცესის შესახებ საუბრობდა. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა არა სრული ტექსტი. ამან კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს მელაშვილი უარყოფდა, რომ  გარეჯი საქართველოს კუთვნილებაა.

საუბრისას მელაშვილი შეეხო არა მონასტრის ისტორიულ კუთვნილებას, არამედ ტერიტორიის სამართლებრივ დაკანონებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი.

ფაქტების დამოუკიდებელმა შემსწავლელმა „მითების დეტექტორმა“ შეაგროვა კარტოგრაფების წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატუსები. მისი ინფორმაციით, თავდაპირველად ივერი მელაშვილის განცხადების უკონტექსტოდ გავრცელება ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებაც გაისმა/ მიმდინარეობს ილიჩოვას დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ასევე დაუდასტურებული ინფორმაცია მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის  ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავეს, 28 იანვარს კი კარტოგრაფებს სასამართლომ გირაო შეუფარდა, რასაც მათი გათავისუფლება მოჰყვა.

გამოძიება დასრულდა, თუმცა საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ჯერ კიდევ გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend