მთავარიამბებიმთავრობა ტურისტული სექტორის აღდგენის გეგმაზე კერძო სექტორთან ერთად მუშაობს

მთავრობა ტურისტული სექტორის აღდგენის გეგმაზე კერძო სექტორთან ერთად მუშაობს

საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის გეგმაზე ტურიზმის სექტორთან ერთად მუშაობს.

„პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ  საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  2 თებერვალს სტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ტურიზმის აღდგენის გეგმაზე კერძო სექტორთან ერთად მუშაობს.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ  ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ  უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში“ – განმარტა ნათია თურნავამ

შეხვედრას  ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ტოროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან“ დაკავშირებული  კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე შესაძლებელია, რომ პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები გაუქმდეს.

„როგორც იცით,  საქართველოში შემოსვლის წესები  სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა. მათ შორის ველოდებით აცრილ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას  და ტურიზმის ადმინისტრაციის  მიერ სექტორის  ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend