მთავარი მსოფლიო იტალიის პრეზიდენტს არაპოლიტიკური მთავრობის ჩამოყალიბება სურს

იტალიის პრეზიდენტს არაპოლიტიკური მთავრობის ჩამოყალიბება სურს

იტალიის პრეზიდენტი ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს მარიო დრაგის მოუწოდებს, შექმნას არაპოლიტიკური მთავრობა, რომელიც იტალიას პანდემიის დროს გაუძღვება.

ახალი მთავრობის შექმნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. პანდემიის გამო იტალიაში განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა.

”ჩემი მოვალეობაა, მივმართო პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ნდობით განეწყოს და ხმა მისცეს მთავრობის ახლად არჩევას, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნება,” განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით ნამდვილად შესაძლებელია ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყანის არსებული კრიზისისდან დროულად და ეფექტიანად გამოყვანას შეძლებს.

73 წლის დრაგის „სუპერ მარიო“ შეარქვეს. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპის ერთადერთი ვალუტის, ევროს, გადარჩენაში, როდესაც იგი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო.

პანდემიის გამო იტალიაში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა, ამასთანავე, ქვეყანა ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ევროპაში მეორე ადგილზეა

პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა პარლამენტის ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია ვერ გაუძლებს შექმნილ კრიზისულ სიტუაციას. მდგომარეობას განსაკუთრებით პანდემია ართულებს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები