მთავარიმსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და  რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ასევე ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს ალექსეი ნავალნისა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ. ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოტანილი განაჩენი აჩვენებს, რომ რუსეთი არ ასრულებს ყველაზე საბაზისო ვალდებულებებს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წევრმა“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარე საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს , მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.ის მკურნალობას ბერლინში, შარიტეს კლინიკაში გადიოდა. საავადმყოფოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, ნავალნი “ნოვიჩოკის” სახის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯვრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend