მთავარიბიზნესი"ამაზონის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა თანამდებობა დატოვა

“ამაზონის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა თანამდებობა დატოვა

ონლაინ ვაჭრობის ცნობილი კომპანიის, “ამაზონის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსი თანამდებობას დატოვებს და კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.

ბევრისთვის მოულოდნელად, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კომპანია „ამაზონის“ აღმასურებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მიჩნეულმა ჯეფ ბეზოსმა ელექტრონული ვაჭრობის კომპანია 30 წლის წინ თავის გარაჟში დააარსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიად აქცია.

ის რჩება აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ კომპანიის მართვის სადავეებს გადასცემს ენდი ჯესის, რომელიც ამჟამად კომპანიის „ვებ სერვისების“ აღმასრულებელი დირექტორია.

 
სიახლე „ამაზონის“ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. პანდემიის დროს მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა ისეთი წარმატებული პერიოდი, როგორიც „ამაზონს“. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიას პირველად ჰქონდა გაყიდვებიდან 100 მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი.

თუმცა „ამაზონის“ ხელმძღვანელობის ცვლილება რთულ დროს ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოგება იზრდება, „ამაზონის“ თანამშრომლები სულ უფრო მეტად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინი კომპანიას პანდემიისას არასათანადო მოპყრობასა და ძალაუფლების არასწორ გადამაწილებაში სდებენ ბრალს.

ამავე დროს კომპანია სასამართლოში შეტანილ სარჩელს აკმაყოფილებს და კურიერებს 61,7 მილიონ დოლარს გადაუხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend