მთავარიმსოფლიოალექსეი ნავალნის სასამართლო განაჩენის გამოცხადებას მისი მხარდამჭერების დაკავება მოჰყვა

ალექსეი ნავალნის სასამართლო განაჩენის გამოცხადებას მისი მხარდამჭერების დაკავება მოჰყვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სასამართლოს გაჩაჩენის გამოცხადებას მისი 1000-მდე მხარდამჭერის დაკავება მოჰყვა, რომლებიც მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მას სასამართლომ გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრობა 2 წლითა და 8 თვით მიუსაჯა. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები.

მოსკოვის ქუჩებში პოლიციაა მობილიზებული მას შემდეგ, რაც რუსეთის  ოპოზიციონერ ლიდერს ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ პოლიციამ ნავალნის მხარდმჭერები დააკავა.

ადგილობრივ მედიასა თუ ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება შეიარაღებული პოლიცია მომიტინგეებს. მთელი დღის განმავლობაში რუსეთის მასშტაბით 1000-ამდე მომიტინგე დააკავეს.

აქციის მონაწილის იანა ივანოვას განცხადებით იგი მხარს უჭერს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას და თუ დღეს ნავალნის ასმართლებენ, ეს ნიშნავს რომ რუსეთში კანონი არ არსებობს.

ალექსეი ნავალნი პირობითი მსჯავრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 2014 წელს იგი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, რასაც თავად ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. იგი რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს მას შემდეგ რაც 2020 წლის აგვისტოში იგი ნოვიჩოკით მოწამვლას გადაურჩა.

განაჩენის გამოცხადებას მკაცრი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირი,  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და უცხოელი ლიდერები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტსა და მის მოკავშირეებს მილიარდების მოპარვაში ადანაშაულებს, ახლა კი მას 2 წელი და 8 თვე გამოსასწორებელ კოლონიაში მოუწევს ყოფნა. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend