მთავარიმსოფლიოევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისათვის შესვლის წესებს ამკაცრებს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისათვის შესვლის წესებს ამკაცრებს

ევროკავშირი, კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავცრელების შესაჩერებლად არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისათვის ევროკავშირში შესვლის წესებს ამკაცრებს. მოგზაურებს ახლა PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ, მაღალი რისკის ქვეყნებიდან კი მოგზაურებს ევროკაშირში არ შეუშვებენ. ინგლისის 8 რეგიონში კი სამხრეთ აფრიკული შტამის გამოსავლენად კარდაკარ ტესტირება იწყება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამით დაავადებულთა გამოსავლენად კარდაკარ ტესტირება მას შემდეგ იწყება, რაც ახალი შემთხვევები გამოვლინდა რომლებიც არ იყო დაკაშირებული მოგზაურობასთან.  ინგლისის რვა რეგიონში 16 წელს გადაცილებულებს მთავრობა მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და  ჩაიტარონ ტესტირება, მიუხედავად იმისა, აღენიშნებათ თუ არა სიმპტომები.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყენაში ახალი ვარიანტის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო აქედან 11-ს არ აქვს კავშირი მოგზაურობასთან და იქიდან გამომდინარე რომ ეს შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, მყისიერი ნაბიჯებია საჭირო.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის 11-მა შემთხვევამ განგაში გამოიწვია,  რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია და ვაქცინაციის პროგრამის დამთავრებამდე შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს.

ევროკავშირშიც ამკაცრებენ წესებს. ბრიუსელში გამოქვეყნდა სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვარს ბლოკის არაწვერი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკაშირში შესვლის პირობებს. დაიშვებიან მოგზაურები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც კორონავირუსის შემთხვევების ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ახალი ვარიანტი არ გამოვლენილა.

ევროკაშირის ქვეყნებმა შესაძლოა მოგზაურები კარანტინში გადაიყვანონ.  თუმცა ქვეყნებს ასევე უფლება აქვთ, მოითხოვონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და ნიღბის სავალდებულო ტარება.

შეზღუდვები წესდება ევროკაშირის წევრ ქვეყნებს შორისაც. პორტუგალიაში, სადაც მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, გადაადგილება შეზღუდულია ესპანეთის სახმელეთო საზღვრებზე. ორ ქვეყანას შორის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ საქონლის ტრანსპორტირებისა და ჯანმრთელობის მიზეზების შემთხვევაში. შეზღუდვა არ ეხებათ პორტუგალიელებს, რომლებსაც სახლში დაბრუნება სურთ და იმ მუშაკებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ მუშაობენ.

საფრანგეთს არ ჩაუკეტავს თავისი საზღვრები მეზობლებთან, თუმცა ქვეყანაში შესასვლელად PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდეგნა იქნება საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend