მთავარიმსოფლიოათკვირიანი ლოკდაუნის შემდეგ იტალიაში კაფე-ბარები და რესტორნები გაიხსნა

ათკვირიანი ლოკდაუნის შემდეგ იტალიაში კაფე-ბარები და რესტორნები გაიხსნა

იტალიაში კაფე-ბარები და რესტორნები გაიხსნა. ქვეყნის ნაწილმა ინფიცირების მაჩვენებლის კლების გამო ნარინჯისფერიდან ყვითელ ზონაში გადაინაცვლა. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, კერძო სექტორის წარმომადგენლები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, კვების სექტორი მთლიანად ტურიზმზეა დამოკიდებული და მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლების მეშვეობით ვერ იმუშავებს.

რომში კაფე-ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებისთვის ხელახლა გახსნა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე შვებას.

 
ვიონ კერი – მენეჯერი, რომელსაც  ორი რესტორანი აქვს და მხოლოდ ერთს ამუშავებს, ცდილობს, ორივე ფართის ქირის ფული გადაიხადოს.

მისი ბიზნესი მთლიანად ტურიზმზე იყო დამოკიდებული და შეზღუდვებმა ის განსაკუთრებით დააზარალა.

ვიონ კერი რესტორნის მენეჯერი:

„არ მჯერა, რომ მართლა  გახსნეს რესტორნები, თითქოს ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ხალხი სამსახურებშიც არ დაბრუნებულა, მგონია, რომ ისევ დაკეტილია ყველაფერი. ამით მხოლოდ სახელმწიფო სარგებლობს, ჩვენ – არა.“

პიაცა ნავონაზე, რომელიც რომის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია ხალხი თიტქმი არ არის.

ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი რესტორანი კი ცარიელია.

„დომიციანო“ ერთადერთი რესტორანია ქუჩაზე, რომელიც გაიხსნა და დღეს აქ  35 თანამშრომლიდან მხოლოდ 2 მუშაობს

მაურო პიზუტი- რესტორნის მენეჯერი

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ რესტორანი. ეს გზავნილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ჩვენ კვლავ ვარსებობთ. იმედი უკვე დავკარგეთ. არც ხალხია და არც შემოსავალი. ფულს ვკარგავთ.რომის ისტორიული ცენტრი მიტოვებულია, ჩვენ მხოლოდ ტურიზმზე ვართ დამოკიდებული. თქვენც ხედავთ, რომ ყველაფერი ცარიელია“.

ბინზესსექტორში უმეტესობას მიაჩნია, რომ განსხვავებული სამუშაო გრაფიკი უნდა დაწესდეს, ეს მათ გადარჩენაში დაეხმარება.

კაფეში მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლები მიდიან, ისინი გარეთ გამოვიდნენ, რომ კარანტინს თავი დააღწიონ.

რომის მცხოვრები:

„ძალიან კარგია, რომ რაღაც განსხვავებულის გაკეთების საშუალება გვაქვს, ტელევიზორის ყურება და მთელი დღე სახლში ყოფნა ყელში ამოვიდა. „

ლაციოში, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ორი კვირის განმავლობაში ყვითელი ზონისთვის დამახასიათებელი წესები იმოქმედებს.

ინფიცირების მაჩვენებელსაც გადახედავენ.

მაგრამ ბევრს უკვე აღარც ადარდებს, რომ ახალი შეზღუდვები მთელ სექტორს კიდევ ერთხელ დააზარალებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend