მთავარიამბებისაქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის შექმანში აზიის განვითარების ბანკი ეხმარება

საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის შექმანში აზიის განვითარების ბანკი ეხმარება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განვითარებაში საქართველოს მთავრობას აზიის განვითარების ბანკიც (ADB) დაეხმარება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, სამინისტომ სწრაფად შეკრიბა  დარგის ექსპერტები  და ვაქცინაციის სრულფასოვანი ეროვნული გეგმა შეადგინა. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში 2021 წლის ბოლომდე  1.7 მილიონი მოქალაქე უნდა აიცრას.

“აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო სწრაფად მოეხდინა ექსპერტების მობილიზება და განევითარებინა სრულყოფილი გეგმა, რომელიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში 2021 წლის ბოლომდე საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველსაყოფად,” — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარია 21 იანვარს დაამტკიცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის საფუძველზეც უზურნველყოფილი იქნება ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის  შემოტანა, ვაქცინაცია და ვაქცინაზე ხელმისწავდომობის  ზედამხედველობა.

გეგმა მოიცავს ვაქცინაციის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ასპექტებს, მათ შორის ვაქცინის ტრანსპორტირების დროს  ე.წ. ცივ ჯაჭვის მექანიზმის დაცვასა და სხვა ლოგისტიკურ მოთხოვნებს. გეგმა ითვალისწინებს ვაქცინაციის დროს მოსახლეობის  მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პრინციპებსაც.

აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბანკმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შექმნაში. სწორედ ბანკმა ითანამშრომლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთად.

„კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მნიშვნელოვანი პირობაა კოვიდ-19-ის ვაქცინაზე საქართველოს ხელმისაწვდომობისთვის და ვაქცინაციის შეუფერხებელი და წარმატებული განხორციელებისთვის. გეგმის წყალობით საქართველო კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობისგან მოსახლეობის დაცვას და ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებს,“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

ADB-ის აღნიშნული პროექტი განავრცობს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც საქართველოს კოვიდ-19-ით მიყენებული ზარალის შემცირებაში დაეხმარა.

გასული წლის დეკემბერში, პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგისა და მომსახურების მიწოდების მიზნით,  ADB-მ 2.5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გრანტი დაამტკიცა, რომელსაც ADB-ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდი და იაპონიის მთავრობა აფინანსებენ.

გარდა ამისა, დაავადების გავრცელების შესაკავებლად, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და საქართველოს საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ADB-მ 2020 წლის მაისსა და ოქტომბერში 100 მილიონი აშშ დოლარისა და 200 მილიონი აშშ დოლარის  ოდენობის სესხებიც დაამტკიცა.

გასული წლის აგვისტოში ბანკმა გრანტი გამოყო PCR ტესტის დანადგარის შესაძენად, რათა ტესტირების გზით გაუმჯობესდეს  ვირუსის გავრცელება.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და იგი  68 ქვეყანას აერთიანებს,საიდანაც 49 აზიის რეგიონში მდებარეობს. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend