მთავარიCOVID-19როგორ მუშაობენ სოციალური მუშაკები პანდემიისას

როგორ მუშაობენ სოციალური მუშაკები პანდემიისას

მოხუცები, ბავშვები თუ დაუცველი ადამიანები… სოცილაური მუშაკები მათთვის მუშაობენ და ცდილობენ დახმარება გაუწიონ. თუმცა პანდემიამ მათი მუშაობის  რიტმიც შეცვალა და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში“ ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, მათთან მუშაობა, ვინც დახმარებას საჭიროებს, დისტანციურად  ვერ ხერხდება და  სოცმუშაკებს ბენეფიციარების მონახულება ადგილზე უწევთ. როგორ მუშაობენ სოციალური მუშაკები პანდემიისას და რა სირთულეებს აწყდებიან ასეთ დროს? 

სოციალური მუშაკი დეა კუპრაძე მის არასრულწლოვან ბენეფიციარს ხვდება… მაგრამ ამბობს, რომ სამწუხაროდ, ყველასთან ვეღარ ახერხებს ძველებურად იყოს კონტაქტში, ჰქონდეს უშუალო და ახლო ურთირთობა.  თვლის რომ მის  საქმეში თანგრძნობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი დისტანციურად ძალიან რთულია,  ხშირად კი  შეუძლებელიც.

დეა კუპრაძე- სოციალური მუშაკი:

“პირისპირ კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი , რადგან დისტანციური საშუალებები პირისპირ ინტერვიუს ვერ ჩაანაცვლებს. უბდა შეგვეძლოს ყურადღებით მოვუსმინოთ და ურთიერთობაში აქტიურები ვიყოთ.  ასევე, უნდა შეგვეძლოს რომ თანაგრძნობა ვუჩვენოთ“

დეას ამჟამინდელი ზრუნვის ობიექტს თამარი ჰქვია.  ამბობს, რომ დეას დახმარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა სატელეფონო საუბარი საკმარისი არ არის, შეხვედრას გეგმავენ. მას შემდეგ რაც სკოლები დაიხურა და  უშუალო შეხვედრები გართულდა,  დეას და თამარის ურთიერთობა უფრო თბილი და მეგობრული გახდა.

თამრი -არასრულწლოვანი ბენეფიციარი

„რაც პანდემია დაიწყო ჩვენი ურთიერთობა უფრო ახლო გახდა, რადგან ჩვემზე ამ პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა და მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ჩემს პრობელემს გავუზიარებდი“

თეონა ოფისში მარტოა, მაგრამ შესაძლოა ნებისმიერ დროს, დარეკონ და დახმარება ითხოვონ, ამიტომ როგორც თვითონ ამბობს ტელეფონს დასვენების დღებშიც არ თიშავს და თუკი ბენეფიციარი ნებას მისცემს, მასთან აუცილებლად მიდის.

თეონა აბულაძე – სოციალური მუშაკი:

„პანდემიის დაწყებიდან, მოგეხსენებათ, როგორ მდგომარეობაში იყვნენ ადამიაენები ბევრს არ უნდოდა რომ მივსულიყავით და მისი საქმე შეგვესწავლა. ჩვენც  მეტს ვშფოთავდით,  რადგან ხალხს ადგილზე ვერ ვნახულობდით  როგორც ადრე. ასეთები იყვნენ მაგალითად, სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ  მყოფი ბავშვები. ყოველ კვირას ვრეკავდით, მაგრამ ეს  ყველასთვის უფრო საპასუხისმგებლო იყო ვიდრე ადრე, როცა ბავშვთან უშუალო კომუნკაცია გვქონდა. ტელეფონით და ვიდეო ზარით ასეთ შემთხვევებზე მუშაობა რთულია, რადგან როცა გასაუბრება გვიწევს იმ ოთახში შეიძლება იყოს მამა ან დედა და ბავშვმა ისე ვერ გვითხრას ყვეაფერი, როგორც პირისპირ საუბრისას გვეტყოდა.“

პირისპირ ურთიერთობები პანდემიის დროს ყველასთვის გართულდა… მაგრამ ზოგიერთისთვის ეს ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია, რადგან  არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც  საუბარი და თანაგრძნობა, ერთადერთი შანსია, თავი უკეთ იგრძნონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend