მთავარიმსოფლიომიანმარში სამხედროებმა ქვეყნის დეფაქტო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და მისი პარტიის...

მიანმარში სამხედროებმა ქვეყნის დეფაქტო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და მისი პარტიის ლიდერები დააკავეს

მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მმართველი პარტიის ლიდერები სამხედროებმა დააკავეს, რაც პროცესზე დამკირვებლების მიერ სამხედრო გადატრიალებად იქნა შეფასებული. დაკავებები, არჩევნებში მმართველი პარტიის დამაჯერებელი შედეგით გამარჯვებულად გამოცხადებას მოჰყვა.

მიანმარის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები სამხედროებმა გამთენიისას დააკავეს. პროცესებზე დამკვირვებლებმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალებად შეაფასეს. ახლად არჩეული პარლამენტი ნოემბრის არჩევნების შემდეგ პირველი სხდომის გასამართად ემზადებოდა.

 

გასულ კვირას მიანმარის სამხედროებმა უარყვეს ბრალდებები, რომ თითქოს სამხედრო გადატრიალებას გეგმავდნენ. დაძაბულობამ მას შემდეგ  იმატა, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სამხედროები ამ ფაქტს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ განაცხადეს, რომ არსებობს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები.

აუნ სან სუ ჩიმ  1989 წლიდან 2010 წლამდე, თითქმის 15 წელი, შინაპატიმრობაში გაატარა. 2015 წელს კი მისმა პარტიამ პირველად 25 წლის განმავლობაში გამჭვირვალედ ჩატარებულ კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მიანმარის კონსტიტუციის მიხედვით, სამხედროებს პარლამენტის ორივე პალატაში გარანტირებული აქვთ ადგილების 25 პროცენტი, სუ ჩის კი ეკრძალება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მიუხედავად ამისა, სუ ჩის, რომელიც ახლა 75 წლისაა, ქვეყნის ლიდერად მიიჩნევენ. მას სურს, რომ სამხედროები პოლიტიკას ჩამოაშოროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend