გერმანიის თავდაცვის სამინისტრო პორტუგალიას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიიდან პორტუგალიაში სამი კვირით 27 ექიმი გაემგზავრება.
პორტუგალიაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 720,516 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12,482 ადამიანი.