მთავარიმსოფლიოევროპის ქვეყნებში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.

ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ  გამართულ აქციაზე, პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა.

საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ბიზნესის წარმომადგენელთა, მოგზაურებისა და საზოგადოების თითქმის ერთწლიანმა განსხვავებულ პირობებში ცხოვრებამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვენაში ყველა მიტინგი გაუქმებული იყო, კვირას, ნაშუადღევს, დაახლოებით 5,000 ადამიანი შეიკრიბა ვენის ცენტრალურ  მოედანზე და ქვეყანაში მიღებული შეზღუდვები გააპროტესტა.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბრიუსელშიც, სადაც  პოლიციამ ორი საპროტესტო აქცია აღკვეთა, რომლებიც ქვეყენაში შეზღუდვების წინააღმდეგ გაიმართა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, თუმცა ოქტომბრიდან ბარებისა და რესტორნების დახურვის გამო,  ღამის კომენდანტის საათის დაწესებასთან ერთად, ინფექციის გავრცელება შემცირდა. ამიტომ ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ შეზღუდვენის მოხსნის დროა.

გასულ კვირას ბელგიის მეზობელ ნიდერლანდებშიც იყო არეულობა. საზოგადოება კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე ამსტერდამშიც, სადაც პოლიციამ დაშალა მშვიდობიანი, თუმცა არასანქცირებული აქცია.

სლოვენიის ორ რეგიონში დემონსტრანტების აქტიურობის შემდეგ სკოლები ათი კვირის შემდეგ პირველად ერთ კვირაში გაიხსნება. მშობლების თქმით, კოვიდინფექცია ძირითადად მოხუცთა თავშესაფრებშია გავრცელებული და მოსწავლეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend