მთავარიCOVID-19ერთი ექთნის ამბავი "პაციენტები კითხულობენ, ხომ არ დამძიმდება მათი მდგომარეობა, რადგან სუნთქვა...

ერთი ექთნის ამბავი “პაციენტები კითხულობენ, ხომ არ დამძიმდება მათი მდგომარეობა, რადგან სუნთქვა უჭირთ”

„კოვიდპაციენტები ექთნებს ერმანეთისგან ხშირად ხმის ტემბრით, ფეხის ნაბიჯითა და თვალის ფერით გვარჩევენ. ძალიან მიხარია, როდესაც მცნობენ“, – ამბობს თინათინ გოჩალეიშვილი, 25 წლის ექთანი, რომელიც განიცდის, რომ კოვიდინფიცირებულებთან შესვლა და მკურნალობა ეკიპირებულს უწევს.

„კოვიდპაციენტები, პირველ რიგში, იმაზე ნერვიულობენ, თავიანთ ახლობელს ხომ არ გადასდეს ვირუსი. ეს ყველაზე დიდი სტრესია პაციენტისთვის. შემდეგ კითხულობენ, ხომ არ დამძიმდება მათი მდგომარეობა, რადგან სუნთქვა უჭირთ და ასე შემდეგ. ეს კითხვები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური განწყობიდან მომდინარეობს. ჩვენ კი ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ კორონავირუსით ინფიცირება არ არის განაჩენი და ყველაფერი კარგად იქნება. ასეც არის ხშირ შემთხვევაში.

 
თავიდან ვნერვილობდი, იმიტომ, რომ სულ სხვაა, როდესაც ფიზიკურად აღგიქვამს ადამიანი, გესაუბრება და შენი თვალებით ბევრ რამეს ხვდება. მეგონა, რომ სპეციალური კომბინეზონის ჩაცმა პაციენტებთან ურთიერთობაში შემიშლიდა ხელს. თავიდან ნამდვილად იყო ეს ბარიერი, რომელიც ახლა უკვე გადავლახეთ. პაციენტი ხმის ტემბრით, ფეხის ნაბიჯების ხმით, თვალის ფერითა და წარბითაც კი გვცნობს. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა უკითხავთ: „თიკო, შენ ხარ დღეს? შენ შემოხვედი?“ ამიტომ, რა თქმა უნდა, ცუდია ამ ფორმით სიარული და ასეთი ურთიერთობა ადამიანებთან, მაგრამ  ეს არის ბარიერი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გადალახავს, თუ მოინდომებს“, – ამბობს თინათინ გოჩალეიშვილი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფენქციური დეპარტამენტის უფროსი ექთანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend