მთავარიმსოფლიობრექსიტის შედეგები - გაზრდილი გადასახადისა და ბიუროკრატიული პროცესის გამო მწარმოებლები გაურკვევლობის წინაშე...

ბრექსიტის შედეგები – გაზრდილი გადასახადისა და ბიუროკრატიული პროცესის გამო მწარმოებლები გაურკვევლობის წინაშე აღმოჩდნენ

ევროპაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. ავსტრიაში, ბელგიასა  და ნიდერლანდებში  გამართული დემონსტრაციები სამართალდამცველებმა დაშალეს. აქციის მონაწილეები შეზღუდვების გაუქმებასა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას მოითხოვენ.

სამხრეთ აღმოსავლეთ ინგლისში წყვილი, რომელიც საწვიმრებს ამზადებს, ბევრ სირთულეს წააწყდა. მათი ტანსაცმლის ექსპორტი ახლა უფრო ძვირია. ევროკავშირის მომხმარებლებთან მათ საბაჟო გადასახადი ემუქრებათ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხვდებით, რა გველის. ეს ნიშნავს გათენებულ ღამეებსა და ქურთუკების ნაცვლად ადმინისტრაციული საქმეების მოგვარებას.“ – ამბობს ტანსაცმლის მწარმოებელი ნიკ ჰასლი.

მათი ტანსაცმელი ევროპის ფაბრიკებში მზადდება. მაგრამ ახლა ბრექსიტი მათ სტრატეგიის შეცვლას აიძულებს.


„ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია. სამწუხაროდ, ბრიტანეთში წარმოება უფრო ძვირი გვიჯდება.  ჩვენი ტანსაცმელი ევროპაში მზადდებოდა, ისევე როგორც ღილები, ელვა შესაკრავები. ეს ყველაფერი იმის საპირისპიროა, რისი მოლოდინიც გაგვიჩნდა და რაც ბრექსიტის ჩემპიონებმა გვითხრეს, რომ მოხდებოდა. ეს ყველაფერი საერთოდ არ უჭერს მხარს ბრიტანულ ბიზნესს.“ – განაცხადა ემალუ ჰასლიმ.

ოცი მილის მოშორებით ლუდსახარში ქარხანა მდებარეობს, რომელიც ასევე დაზარალდა ამ ცვლილებებით. საბოლოო ჯამში ბრექსიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მალე ბრიტანული ლუდით ევროპაში აღარავინ აღარ დათვრეს.

„გაგვაფრთხილეს, რომ ბრექსიტისათვის მოვმზადებულიყავით, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობამ ბევრი დაბრკოლება შექმნა და იმედი გაგვიცრუა. გაჩნდა იმის რისკი, რომ საბოლოოდ დავივიწყოთ ევროპის ბაზარი.“ – განუცხადა “ევრონიუსს” ჯილს ჯეკინსონმა.

სინამდვილეში კი ბიზნესი ამ რეალობის წინაშე დადგა. მწარმოებლებს არ შეუძლიათ ა პუნქტიდან ბ პუნქტში საქონლის ექსპორტი. ეს ჩედარის ყველი, რომელსაც როგორც წესი საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და გერმანიაში მიირთმევენ, უსასრულო დროით დიდ ბრიტანეთშია ჩარჩენილი.

ტრადიციული გზით დამზადებული ჩედარის ყველი. მწარმოებელი ტომ ქალვერი დიდი ხნის განმავლობაში ამაყობდა, რომ მის მომზადებულ რძის პროდუქტს მთელი ევროპის მასშტაბით მიირთმევდნენ. ახლა კი მისი პროდუქტი ბრიტანეთის საზღვრებს ვეღარ გასცდება.

„ეს არის დღევანდელი რეალობა. ბიუროკრატია და მაღალი გადასახადები. გაიზარდა როგორც დროის, ისე ენერგიისა და ფულის ღირებულება. ახალი არაფერი არ არის. ახლა ყველაფერი უფრო რთული დასაგეგმია, ვინაიდან ხარჯები ძალიან გაგვეზარდა.“ – ამბობს ჩედარის ყველის მწარმოებელი ტომ კალვერი.

ტომსა და კიდევ ათასობით სხვას გაურკვეველი მომავალი ელოდებათ. მთავრობა აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ ბიზნესთან მჭიდრო საქმიანობას. უზრუნველყოფენ, რომ მათ შეძლონ ახალ წესებთან მორგება და ვაჭრობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend