მთავარისაქართველოაჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ბრუნდება

აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ბრუნდება

პირველი თებერვლიდან აჭარის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.  სასწავლო პროცესი რომ  უსაფრთხოდ წარიმართოს,  უკვე ჩატარდა სკოლებში უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგი. ამ პროცესი ყოველდღე გაგრძელდება.

სკოლები აღჭურვეს ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების საწმენდი  სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.

უსაფრთხოებსი ნორმების მოთხოვენების მიხედვით განაახლეს სკოლების სველი წერტილები.

გარდა ამისა, ყველა სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტრება COVID-19-ზე.

ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.

მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით. მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.

პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი არ შეწყვეტილა. 2020 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საერთო ჯამში 10 ილიონი ლარით დაფინანსდა. 2021 წელს ეს თანხა 13 მილიონამდე გაიზარდა. 2020 წელს აშენდა   ერთი სკოლა და დაიწყო 8 სკოლის მშენებლობა. თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სველი წერტილების რეაბილიტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend